ირაკლი კობახიძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი - გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბრისას მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია