“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ.

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ : “საქართველო!”, “ჩვენ ვართ საქართველო!”

ამასთან, მათ მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

თავდაპირველად კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები.

პარლამენტთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპა საქართველოს მომავალია და კანონპროექტი არის რუსული, რადგან ის საქართველოს ინტერესებს არ იცავს.

„რასაც ახალგაზრდები აკეთებენ, ძალიან კარგია. მე მათი შემცვლელი არ ვარ, ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა გვაქვს, უცხოეთიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენ ჩამოსული ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახალგაზრდებს. აუცილებელია ყოველდღე მოვიდეთ და ამისთვის მოვედი მეც ამ საღამოს. იმედია, მომავალ დღეებში გავაგრძელებთ ასეთ აქციას. რასაკვირველია, არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ეს არის ჩვენი მომავალი”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი არის რუსული იმიტომ, რომ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

“კანონი იმიტომ არის რუსული, რომ არ იცავს საქართველოს ინტერესებს და არის ერთი გუნდის აზრი, იმისთვის რომ საქართველოში თავისუფალი აზრი შეზღუდონ. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ჩაახშონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა”,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია