გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ იქცევა ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მათი დრო ამოიწურა - ძალიან მალე აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულზე

სოლიდარობა დიმას - ძალიან მალე აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულზე!, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანზე თავდასხმას.

ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება“ იქცევა ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მათი დრო ამოიწურა.

“რამდენიმე საათის წინ ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფები, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს დიმა ჩიქოვანს.

ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მათი დრო ამოიწურა.

“ქართული ოცნების” ეს ქმედებები და თავდასხმები ხელისუფლების შიშის აშკარა მტკიცებულებაა.

სახელმწიფოს მიერ წახალისებული ძალადობა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის, ის მარცხდება.

საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ნამდვილ სახეს. ისინი ყველაფერზე მიდიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, ვერავითარი სისასტიკე ვერ ჩაახშობს ხალხის მართალ ხმას. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია და მათ ეს იციან.

სოლიდარობა დიმას! ძალიან მალე აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულზე!

ვერ შეგვაშინებენ! არ დავუშვებთ საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას და საქართველო აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა!”, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს