პეტრე ცისკარიშვილი - მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი - ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით

მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეიძლება ეს ზონდერები ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ გადარჩებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

“მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და ეჭვმიტანილი ვინ იქნება თუ რა მისი ზონდერები, სპეციალურად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ასე მარტო თუ ვინმეს მოიხელთებენ, რამდენიმე ადამიანი თავს ესხმის, ტელეფონს ართმევს, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ დარჩებიან დაუსჯელები. შეიძლება ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ აუცილებლად ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს