ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების  გაგზავნას შეწყვეტს, თუ ის რაფაჰში დიდ შეჭრას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

”ამ ბომბების შედეგად, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ,” - განაცხადა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში იმ ბომბებზე საუბრისას, რომლის მიწოდებაც აშშ-მა ისრაელს გასულ კვირას შეუჩერა.

„გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი რაფაჰში შევლენ - ჯერ არ შესულან რაფაჰში - თუ რაფაჰში შევლენ, მე არ მივაწვდი იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფაჰთან, ქალაქებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერას.

„აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, მათ შორის მისი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, სხვა გადაზიდვები შეჩერდება, თუ რაფაჰში დიდო სახმელეთო შეჭრა დაიწყება.

”ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ ისრაელი დაცულია რკინის გუმბათის თვალსაზრისით და დაცულია მათი უნარი, უპასუხონ შეტევებს, მაგრამ უბრალოდ არასწორია და არ ვაპირებთ იარაღისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს 3 500 საბრძოლო მასალის მიწოდება შეუჩერა, მათგან ნახევარზე მეტი 2 000 ფუნტიანი ბომბები იყო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს