რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინის ოდესის ოლქს წუხელ Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას ურაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურა საცეცხლე ჯგუფებმა ოდესის ოლქში 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს ოლეშჩუკი.

წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ შავი ზღვიდან რუსეთის თავდასხმის საფრთხე არსებობდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის ოდესაში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია