შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

მისი თქმით, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა მომტანია“.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება.

საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა და დაუნდობლობის, უბედურების მომტანია.

ამიტომაც მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს