პაატა მანჯგალაძე - არავის ეშინია სახლთან დახვედრის ან ტელეფონზე ზარის, ეს არის განწირული ხელისუფლების საბოლოო კუდის მოქნევა - „ქართულმა ოცნებამ“ სული მიყიდა ეშმაკს, ლუციფერს და ქვეყანას დაპირისპირებისკენ მიაქანებს

არავის ეშინია არც სახლთან დახვედრის, არც ტელეფონზე ზარის, ეს არის განწირული ხელისუფლების საბოლოო კუდის მოქნევა - უნდა ვანახოთ ნამდვილი ხალხის ძალა, 11-ში აქციაზე იმაზე მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ რუსთაველზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება და ახლა დუმილი დანაშაულია, ამიტომ პროტესტი საყოველთაო უნდა იყოს.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მთავარი მოძალადე ქართველი ხალხის ნებაზე არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება".

"ქართული ოცნება" ამბობდა, "ძალადობა შობს ძალადობას". მე ვსვამ კითხვას - ვინ იძალადა ქართველი ხალხის ნებაზე, თუ არა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ"? მოძალადეები ხართ თქვენ პირველ რიგში, როდესაც აკეთებთ იმას, რაც არ უნდა საქართველოს, ქართველ ხალხს. პირიქით არის სინამდვილეში - მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის და არა ხალხს მთავრობის. როცა ამ მოცემულობის დარღვევას ცდილობს მთავრობა, ნებისმიერი მთავრობა განწირულია დამარცხებისთვის. ეს არის ნიშანი, რომ ის გრძნობს, რომ მხარდაჭერა არ აქვს ხალხში და თავისი სისუსტე, ლაჩრობა დააკომპენსიროს ძალადობით. არავის ეშინია არც სახლთან დახვედრის, არც ტელეფონზე ზარის, ეს არის განწირული ხელისუფლების საბოლოო კუდის მოქნევა. ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება და ახლა დუმილი დანაშაულია. ამიტომ 11-ში აქციაზე უნდა ვიყოთ იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ რუსთაველზე. "ქართულმა ოცნებამ" სული მიყიდა ეშმაკს, ლუციფერს, ეს არის პუტინი და მათ არ აქვთ დამოუკიდებელი არჩევანი, ისინი საქართველოს მიაქანებენ დაპირისპირებისკენ, ამიტომ საჭიროა, ვანახოთ ნამდვილი ხალხის ძალა - ძალიან ბევრი ადამიანი რუსთაველზე! მოძალადეები ხართ თქვენ, ძალადობას ახალისებთ თქვენ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ხართ თქვენ, ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ განაჩენი თქვენ, თქვენი დრო დასრულებულია, ახლა საჭიროა ღირსეულად მშვიდობიანად წახვიდეთ სახლში," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალატვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება