ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, ყველანაირ თავდასხმას ვგმობ - გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა

არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე - ყველანაირ თავდასხმას ვგმობ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.

„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ - „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე {ზეწოლა იყო}“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა სხვა პირებიც, მათი დაკავებაც მოხდა.

„რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, მათი დაკავება მოხდა. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოხდება, სხვა პირების“, - აღნიშნა გომელაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის