მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობა ზუსტად ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა - ხელისუფლებას არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია აღარ აქვს

„ოცნების“ წევრები არიან შეშინებული და ამ შიშის ფონზე, ქვეყანა მიჰყავთ ფიზიკურ ძალადობამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე - დღეს „ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობა ზუსტად იმ მეთოდებით, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ მოქმედებდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა, რესურსი და ლეგიტიმაცია არ აქვს.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, გუშინდელ ძალადობის ფაქტებზე უსწრაფესი და ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს და თუ ეს ასე არ მოხდა და დამნაშავეები არ დაისჯებიან, აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ძალადობის ორგანიზებაზე და შესრულებაზე პასუხისმგებლობა სრულად "ოცნებას" ეკისრება.

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველანაირი სახის ძალადობა მიუღებელია, მათ შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში ხელისუფლება ვერასდროს გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ "ოცნება" დღეს სრულად მოქმედებს "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, ზუსტად ეს იგულისხმება. დღეს "ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობა ზუსტად იმ მეთოდებით, რომლითაც "ნაცმოძრაობა" მოქმედებდა.

ამ ყველაფერზე, რაც გუშინ მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს და ეს გამოძიება უნდა იყოს უსწრაფესი და ეფექტური. თუ ეს ასე არ მოხდა და თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ გუშინდელ მოვლენებზე, ამის ორგანიზებაზე და შესრულებაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნებას". ფაქტობრივად, "ოცნებას" ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ამაზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების კისერზე. გარდა ამისა, "ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ აქვთ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა. გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ დაადასტურა, რომ ეს არის ტყუილი. არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა მათ არ აქვს, აღარც რესურსი და აღარც ლეგიტიმაცია. არიან შეშინებული და ამ შიშის ფონზე, ქვეყანა მიჰყავთ ფიზიკურ ძალადობამდე და სამოქალაქო დაპირისპირების პირას," - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება