სალომე სამადაშვილი - გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

გომელაურს ერთ რაიმეს ვეტყვი, ის აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე იმ დანაშაულებისთვის, რასაც ის ხელმძღვანელობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, - ასე აფასებს „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ იაფფასიანი და გაუნათლებელი ხალხი შერჩა.

„გომელაური იმდენად იაფფასიანი რუსი მონაა, რომ საკუთარ აზრებსაც ვერ იფიქრებს და ახლა მოიპარა შევარდნაძის მრავალი წლის წინ ნათქვამი: "ვისაც გადატრიალება უნდა, თავის საწოლში გადატრიალდეს". ასეთი იაფფასიანი, გაუნათლებელი ხალხი შერჩა "ქართულ ოცნებას". გომელაურს ერთ რაიმეს ვეტყვი, ის აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე იმ დანაშაულებისთვის, რასაც ის ხელმძღვანელობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს ჟურნალისტებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა: „არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს