ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადეს.

იოსებ ხახალეიშვილი სახლში ესტუმრა ქუთაისელ ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს და გამარჯვების დღე მიულოცა.

„79 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებულად ძვირფასია მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომლებიც ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით.

ბატონი შოთა ჩიხლაძე ერთ-ერთი მათგანია. დღეს სახლში ვესტუმრე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს და გამარჯვების დღე მივულოცე. 102 წლის ვეტერანს ნათლად ახსოვს ომის დღეების ტკივილი, გამარჯვების სიხარული და კარგად იცის მშვიდობის ფასი.

პატივი და დიდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და გმირებს!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ სამი მონაწილეა დარჩენილი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე