კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში გმირთა სავანე ყვავილებით შეამკო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად, პატარძეულში გმირთა სავანე ყვავილებით შეამკო და მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, დღეს ოფიციალურად გაიხსნა გმირთა სავანე, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 884 000 ლარით დაფინანსდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სკვერი და გადმოსახედი.

დღეს, პატივს მივაგებთ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და პატარძეულიდან ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით ვულოცავ, მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს გამარჯვება”, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება