რატი იონათამიშვილი - როგორ დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?! - პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო

როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების ოპონენტებმა დაიწყეს მმართველი გუნდის წევრების ტელეფონის ნომრების საჯაროდ გაზიარება, რასაც მოჰყვა უამრავი ზარი და შეტყობინება. დეპუტატის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას მსხვერპლი სჭირდება, ვინაიდან რუსული მესიჯი აღარ მუშაობს“.

„როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?!

პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც…

სატელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო…

სხვათა შორის, შარშან, ასეთ ზარებზე მამუკა მდინარაძემ მკაცრად რომ უპასუხა, მაშინ „ტვ პირველზე“ გამოდეს, მდინარაძე გვაგინებსო, წელს - აღარ, ეტყობა სხვა, უფრო „ვაჟკაცური“ გეგმები აქვთ.

და ბოლოს, გუშინდელ ძალადობებზე. ამას აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ ეს ძალიან სწრაფად არ ხდება, თუმცა პირველი გივი თარგამაძე გვახსენდება, ქათამივით რომ აკლავდნენ თავიანთ „დიად რევოლუციურ გეგმებს“. სხვა გზა არც ახლა დარჩათ, ახლაც მსხვერპლი სჭირდებათ, თორემ რუსულმა მესიჯმა აღარ იმუშავა და ხალხი აქეთ გვეუბნება, უკან არ დაიხიოთ, ეს თაღლითობა და მავნებლობა არ გაატანინოთო. ეს გვითხრა 29 აპრილს მოსულმა ორასიათასზე მეტმა ადამიანმაც!“- წერს რატი იონათამიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა