ნიკა მელია - როცა ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს

როდესაც სახლებში გვიცვივდებიან, როდესაც სახლებთან გვისაფრდებიან, როდესაც მშობლებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც შვილებს სცემენ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც დასტურდება, რომ მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და ასეთ დროს მათთვის ერთადერთი თუმცა ფუჭი გამოსავალი აქვთ მოძებნილი ძალმომრეობის სახით.

„საკუთარ კვლევებშიც კი მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და დღეს მთლიანად არის გაკოტრებული. ასეთ შემთხვევაში მათთვის ერთადერთი ფუჭი გამოსავალი არის მოძებნილი ძალმომრეობა და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს და მის ძალმომრეობას, ეს ასე იქნება. საქართველო ვერ გახდება რუსეთი, რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ ქართველ ხალხს, ძალმომრეობით ვერ მართავ სახელმწიფოს! არაფერი სხვა მათ აღარ შეუძლიათ, არ შეუძლიათ დებატები, არ შეუძლიათ საუბარი, არ შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებაც კი და მაშასადამე, ერთადერთი გზა არის - კრიმინალური ქმედებები. მაგრამ ამას უნდა გაეცეს პასუხი სიმრავლით, სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ახლა 11 მაისს 3 ლოკაციაზე ვიკრიბებით - მარჯანიშვილის მეტროსთან, 300 არაგველის მეტროსთან და რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე და სიმრავლით და სიმტკიცით უნდა გავცეთ პასუხი. ვერ დაიმორჩილებ დაშინებით ვერავის, არავის ეპატიება ოჯახის წევრების დაშინება, შეურაცხყოფა, „ბაიკერებისთვის“, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის მუხრუჭების გადაჭრა, ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სახელმწიფო, თუნდაც ცუდად?! სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს!“- განაცხადა მელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია