ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მოუსავლეთში მიდის - ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა, საღვთო შიშზეა ლაპარაკი

ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი - საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ დრო ჯერ კიდევ არის „გაჩერდნენ“. „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი - საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებსა და მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან! - იმიტომ, რომ თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ დარჩება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არა და მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. იმიტომ, რომ პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც გაჩერდნენ სანამ დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად ავთენტურობას გამორიცხავს“.

„სამარცხვინო ამბავია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის უკანონო სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მატარებელია. არ შევალ არაფერ სისულელის განხილვაში. იმიტომ, რომ ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა გვარამიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება