თინა ბოკუჩავა - ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ქვეყნის ევროპულ მომავალს

ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არცერთი წევრი იმიტომ, რომ ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტერესს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლება “რუსული კანონის” დასაცავად უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს.

“ძალადობა დიმა ჩიქოვანის წინააღმდეგ, გია ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ და ყველა ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის მცდელობა შეშინებული დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის, რომ საზოგადოება შეაშინოს. ამას ექნება უკუეფექტი, რომელიც გამოიწვევს არა შიშის გაღვივებას, არამედ კონსოლიდაციას, ურთიერთშეკავშირებას და ერთობას იმ რწმენით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის იურიდიული დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ თუ დაშავებულ პირს.

“აქვე უნდა ვთქვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზად არის იურიდიული დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ თუ დაშავებულ პირს, მათ შორის, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შსს-მ გუშინ დააკავა. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საერთო ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევით გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო