გიორგი მუმლაძე - ოთხი ნიღბიანი თავს დამესხა და უმოწყალოდ ცემა დამიწყო

ოპოზიციონერი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას მარნეულში, საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ.

მისივე თქმით, მას მძიმე დაზიანება არ მიუღია, რადგან მეზობლები დაეხმარნენ და თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის შიშის დათესვის მცდელობა, თუმცა „რომც მოკლან“ მაინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს.

„მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში, ჩემს სახლთან 30-40 მეტრში გააჩერა „ქამრიმ“. ჩაბურული იყო, სუს-ის მანქანა. მე მივხვდი, რომ ესენი აქ ჩემს სათვალთვალოდ იყვნენ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც ოთხი ნიღბიანი გადმოხტა, თავს დამესხა და უმოწყალოდ ცემა დამიწყო. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს მძიმე დაზიანების მოყენება, იმიტომ, რომ მეზობლები გამოვარდნენ და გაიქცა ეს ხალხი. ეს ნაძირალები, ნაგვები, როგორ ბედავენ.

ყველა ქოცს მივმართავ, განსაკუთრებით ჩემს რაიონელ და სოფლელებს, ყველას დედას გიტირებთ! როგორ უნდა ოჯახებში მისვლა და ბავშვების დაშინება, გაჩვენებთ თქვენ. თქვე ნაძირალებო და თქვე ჩმორებო, როგორ ბედავთ. ბიძინა ივანიშვილი ითვლის ბოლო დღეებს.

ნიღბებით დადიან. ეს არის შიშის დათესვის მცდელობა. ვის შეაშინებთ თქვენ? ჩვენ ვართ მართლები, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ გავიმარჯვებთ. რომც მომკლან, მაინც გაიმარჯვებს ეს იდეა. ეს იდეა არის საქართველოს თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ერთიანობა", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება