გიორგი გახარია - ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში ორი რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.

ფაქტია, დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს, არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს.

სამწუხაროდ მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ ამჯერად დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს