შარლ მიშელი - საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის

ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა.

"ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია.

ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა.

ეს არის ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება