ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯო ბაიდენმა, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით, შეცდომა დაუშვა - დავამარცხებთ „ჰამასს“, მათ შორის რაფაჰში, სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენი და ის იპოვიან გზებს უთანხმოების დასაძლევად.

"ჯო ბაიდენს მრავალი წელია ვიცნობ. ჩვენ ხშირად გვქონდა შეთანხმებები, მაგრამ გვქონდა უთანხმოებებიც და შევძელით მათი დაძლევა. იმედი მაქვს, რომ ახლაც შევძლებთ მათ დაძლევას", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. .

მისი მტკიცებით, ისრაელის ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ადამიანებს რაფაჰის დატოვების საშუალება მიეცეთ.

"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ეს ნიშნავს დავიცვათ ჩვენი მომავალი. ეს ნიშნავს, რომ დავამარცხებთ „ჰამასს“, მათ შორის რაფაჰში. სხვა არჩევანი არ გვაქვს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს