მიხეილ დაუშვილი - საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს ებრძვიან - ეს არის დღევანდელი „ოცნების“ რეალური სახე, რომლებიც ფაქტობრივად აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“

საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს ებრძვიან - ეს არის დღევანდელი „ოცნების” რეალური სახე, რომლებიც ფაქტობრივად, უკვე აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან”, რაც ჩვენ ნანახი გვყავს 2012 წლებში და იქამდე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

დაუშვილის თქმით, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ხალხის დაშინების მცდელობებზე გადადის ეს ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ გააჩნია და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთადერთი რესურსი არის ხალხის შეშინების მცდელობა.

მიხეილ დაუშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ „ნუ შეჰყავთ ეს ქვეყანა ჩიხში და ნუ მიჰყავთ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე”.

„ჩვენ რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ფაქტობრივად, არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ “ოცნებას” არავითარი პოლიტიკური რესურსი და ლეგიტიმაცია აღარ დარჩა. ამიტომ, სრულად გადასული არიან ძალადობასა და საკუთარ ხალხთან “ომის” გამოცხადებაზე. საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს ებრძვიან - ეს არის დღევანდელი “ოცნების” რეალური სახე, რომლებიც ფაქტობრივად უკვე თითქმის აღარ განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც ჩვენ ნანახი გვყავს 2012 წლებში და იქამდე. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება საკუთარი ხალხის დაშინების მცდელობებზე გადადის ეს ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ გააჩნია და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთადერთი რესურსი არის ხალხის შეშინების მცდელობა. თუმცა ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს შეშინების მცდელობა შეიძლება უკან ცუდად მიუტრიალდეთ. ამიტომ მათ კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეჰყავთ ეს ქვეყანა ჩიხში და ნუ მიჰყავთ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გუშინ ტელევიზიასთან იყო ჩასაფრება.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, „შსს-ს უმოქმედობა ოფიციალურ შეტყობინებაზე ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო და უფრო გადიან კანონის ფარგლებიდან“.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ოფიციალურ შეტყობინებაზე არ რეაგირებს სამართალდამცავი უწყება, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო და უფრო გადიან კანონის ფარგლებიდან. თვითონვე სცილდებიან კანონსა და კონსტიტუციას. ეს არის კიდევ ერთი დამატება, რომ თითქოს ვინმეს შეაშინებენ, მაგრამ ამ ყველაფერს გაგრძელება აქვს, რაც არაერთხელ გვინახავს. ამ ყველაფრით „ოცნება” უფრო და უფრო არალეგიტიმური ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის. როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ემუქრები და მათ შეშინებას ცდილობ, გადადიხარ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, არ რეაგირებ სამართლებრივ მოთხოვნებზე და საფრთხეებზე. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ „ოცნებას” ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია და სრულად გადასული არიან შეშინების მცდელობაზე, რაც მათ უკან ორმაგად უკან დაუბრუნდებათ”, - განაცხადა დაუშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ვინ უნდა აიღოს თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, დაუშვილმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი საითაც შეგნებულად მიჰყავთ, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, რისკენაც “ოცნება” ხელოვნურად და მიზანმიმართულად მიდის”, - განაცხადა დაუშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში