ანრი ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა - გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე!

[სანდრო] გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე, ეს არის თქვენი სახე! - ასე მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც სხდომა, სადაც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით იხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

შალვა შავგულიძე საკითხის მომხსენებლისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა, რამდენჯერმე მიუთითა, რომ კითხვის დასმა დროულად დაესრულებინა და მას მიკროფონი ამის გამო რამდენჯერმე გაუთიშა.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ასეთ პირობებში სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს და შესაბამისად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ასეთ პირობებში, უბრალოდ აზრი არ აქვს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას. პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასეთ ცუდ საკომიტეტო მოსმენას“,- განაცხადა შავგულიძემ.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატი იმ საკითხებზე აპელირებს, რომელიც არ დგას დღის წესრიგში.

„დაიდგა სცენა, არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. გირგვლიანის ადვოკატად მოგქონდათ თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ხართ. გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე. ეს არის თქვენი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ, იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, შალვა შავგულიძეს მიმართა და უთხრა, რომ მას კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა.

„თქვენ კითხვის დასმის საშუალებაც გქონდათ, გისმენდით კიდეც, მაგრამ ეტყობა პროფესიონალიზმი არ გყოფნით და კიდევ სხვა საკითხებია თქვენში პრობლემა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის