მიხეილ დაუშვილი - ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს - რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის წერილი შეაფასა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს, ევროპასთან დაშორებას და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს”.

“ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. შინაარსი არ გააჩნია - წეროს და იკითხოს რამდენიც უნდა. რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა. რა “ნაცი”? მე და ჩემი უამრავი მეგობარი რომ იქ ვდგავართ, ვინ არის იქ “ნაცი”? “ნაცი” კი არა, ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს და ევროპას რომ გვაშორებენ მაგას. მაგას ვაპროტესტებთ ყველანი და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს - ეგ არავის არ აინტერესებს იქ. ამ პროტესტს “ნაცებამდე” ვერ დაიყვანენ, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი პროტესტია, ვიდრე “ნაცმოძრაობა”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან”.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა