ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ საჭირო იქნება ფრჩხილებითაც კი ვიბრძოლებთ, მაგრამ ფრჩხილებზე ბევრად მეტი გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ თუ საჭირო გახდება, მისი ქვეყანა მარტო, ფრჩხილებითაც კი შეებრძოლება მტერს.

„თუ მარტო დგომა მოგვიწევს, მარტო დავრჩებით. თუ დაგვჭირდება, ფრჩხილებით ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენ ფრჩხილებზე ბევრად მეტი გვაქვს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მან 1948 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისრაელს იარაღი არ ჰქონდა, მაინც გაიმარჯვა.

„დამოუკიდებლობისთვის ომში, 76 წლის წინ, ჩვენ ცოტანი ვიყავით ბევრის წინააღმდეგ, ჩვენ არ გვქონდა იარაღი, ისრაელს იარაღზე ემბარგოც კი ჰქონდა დაწესებული, სულისკვეთებით, გმირობითა და ჩვენ შორის ერთიანობით - ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ახლა ისრაელი ბევრად უფრო გაძლიერდა და გაერთიანდა თავისი მტრების დამარცხების სურვილში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს