დიმიტრი ხუნდაძე - თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც არ უნდა ჰქონდეს მას, დაუშვებელია - თავი უნდა შევიკავოთ ორმაგი სტანდარტებისგან, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხისმგებელი ის იქნება

ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცულია, მაგრამ ამავე დროს დაცული უნდა იყოს კანონი. ვინც დაარღვევს კანონს, ის იქნება პასუხისმგებელი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „თავი უნდა შევიკავოთ ორმაგი სტანდარტებისგან, რადგან ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, ეს არის კანონდარღვევა“.

„ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცულია, მაგრამ ამავე დროს დაცული უნდა იყოს კანონი. ვინც დაარღვევს კანონს, ის იქნება პასუხისმგებელი. თავი უნდა შევიკავოთ ორმაგი სტანდარტებისგან, მაგალითად შეიძლება რომ თავს დაესხა “პოსტივის” ჟურნალისტს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაესხა თავს იგივე “მთავარი არხის” წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, ეს არის კანონდარღვევა. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ძალადობისგან - ფიზიკური, მორალური, ზნეობრივი თუ ა.შ. თავი უნდა შევიკავოთ ბულინგისგან. არ შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს მტრულად აღქმული და იარლიყები ჩამოვკიდოთ თუკი კონკრეტული პიროვნება არ არის შენს აზრზე. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ხედავთ რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდნენ დესტრუქციული ჯგუფები და სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ის ზრახვები, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად იქნას შეცვლილი - ეს დაუშვებელია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს”, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, ხუნდაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია.

„ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე რა პოლიტიკური მრწამსიც არ უნდა ჰქონდეს მას, არის დაუშვებელი. მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებას და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ობიექტურნი. ჩვენ არ გვინახავს არასამთავრობო სექტორიდან და ოპო-ტელევიზიებიდან მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესის ღიად ხელისშეშლა და მხოლოდ შერჩევითად ვაკეთებთ ასეთ შეფასებებს. შეფასება ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი თუკი კანონდარღვევას აქვს ადგილი, ნებისმიერი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას ვინც კანონს დაარღვევს.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც კანონს დაარღვევს. კანონი დაადგენს ვის რა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, მოძალადეს ვინც არ უნდა იყოს ის თანამდებობის, გვასწავლის, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად ძალადობა დასჯადია”, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია