თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლონდონში Invictus Games 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა ლონდონში ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების, თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და „ძლიერთა თამაშების ფონდის“ შემდეგი 10 წლის განვითარების გეგმა განიხილეს.

„ლონდონში ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სასექსის ჰერცოგთან პრინც ჰარისთან, რომლის პატრონაჟითაც „ძლიერთა თამაშები" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა, Invictus Games Foundation-ისა და Fisher House Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორებს დომინიკ რიდს და კენ ფიშერს. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო პერსპექტივებზე, პარასპორტის განვითარებაში ხელშეწყობასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები „ძლიერთ თამაშებში“ 2014 წლიდან სისტემატურად იღებენ მონაწილეობას, რაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია“, -აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ