ლევან ხაბეიშვილი - ძალიან ბევრი ახალგაზრდის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ახალგაზრდებს ურეკავენ და ეუბნებიან, უკან უნდა იყურონ იმიტომ, რომ შესაძლოა დააკოჭლონ ან სასაფლაოზე მიაკითხავენ მისი ნათესავები

ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ახალგაზრდებს ურეკავენ და ეუბნებიან, უკან უნდა იყურონ, იმიტომ რომ შესაძლოა დააკოჭლონ ან სასაფლაოზე მიაკითხავენ მისი ნათესავები, ურეკავენ მცირეწლოვან ბავშვებს, აგინებენ, ლანძღავენ და ემუქრებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუქარის და ზარების ორგანიზატორები ხელისუფლებაში არიან.

„ერთი რაც შემიძლია გითხრათ, დაურეკეს მაგალითად ლაშა ფარულავას პენსიონერ დედას და დაემუქრნენ საკუთარი შვილით, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ახალგაზრდებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უკან უნდა იყურონ, იმიტომ რომ შესაძლოა დააკოჭლონ ან სასაფლაოზე მიაკითხავენ მისი ნათესავები, ურეკავენ მცირეწლოვან ბავშვებს, არასრულწლოვანებს ურეკავენ აგინებენ, ლანძღავენ და ემუქრებიან. ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში და კონკრეტული დავალების მიმცემებიც. ყველას გვესმის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კამპანია. მისი გამოსვლის მეორე დღესვე დაიწყო ეს კამპანია, დაიწყო სახლებში მივარდნა და დაიწყო კონკრეტული კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფი და მოძალადეები არიან სამწუხაროდ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება