შოთა შალელაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას და ივანიშვილს, სანამ კიდევ არ გაგვივლია რუბიკონი, გააჩერეთ ეგ დამსჯელი სახელმწიფო მანქანა რომელიც ცოცხალ ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებს ჩვენ მოქალაქეებს

პარტიის, „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ტერორის მეთოდს თავისი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს, რათა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი პარალიზდეს.

შალელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დამსჯელი სახელმწიფო მანქანა“ შეაჩეროს.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას და განსაკუთრებით ბატონ ივანიშვილს!

სანამ კიდევ არ გაგვივლია რუბიკონი, გააჩერეთ ეგ დამსჯელი სახელმწიფო მანქანა რომელიც ცოცხალ ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებს ჩვენ მოქალაქეებს.

თანამედროვე სამყაროში ტერორიზმის მთავარი მახასიათებელი იყო და რჩება კაცობრიობის ნორმების სრული უგულებელყოფა, ადამიანის სულიერი ინსტიტუტების უარყოფა, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა და წესი, ეს არის ბრძოლა ყველაფრის წინააღმდეგ, რომელზეც საზოგადოება ფუნქციონირებს.

ტერმინი „ტერორიზმი“ ლათინურია და ნიშნავს, „ტერორი“ - შიში, დაშინება. ტერორის (ტერორიზმის) ძირითადი ფუნქციაა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა, სამოქალაქო პირების, ან სამოქალაქო სამიზნეების მიმართ ძალადობის ინტენსიური გამოყენება, რადგანაც ხელისუფლება აღიქვამს საფრთხედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

სახელმწიფო იყენებს ტერორის მეთოდს თავისი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რათა პარალიზდეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ამით, ხელისუფლება ხაზს უსვამს მისი ძალის დემონსტრირებას დომინირებას მოქალაქეების წინააღმდეგ.

თუ კიდევ ვინმეს საღი აზრი გაგაჩნიათ, დაფიქრდით საით მიგყავთ ქვეყანა და ნეტავ რისი იმედი გაქვთ?“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა, რომლის კომენტარსაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება