ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას დაურეკეს და დაემუქრნენ - დაუსჯელი არავინ დარჩება! - მივმართეთ გენერალურ პროკურორს, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყონ

ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება.

მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს.

„როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაშინება, მუქარა, გინება სატელეფონო ზარებით და ადამიანების ქუჩაში ცემა. ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას უკვე დაურეკეს და მათ მიიღეს ეს მუქარის ზარები. ეს პროცესი გრძელდება. კონკრეტული მტკიცებულებებით, ე.წ. სქრინებით შევიტანეთ განცხადება „ოცნებასთან“ აფილირებული ე.წ ჩატის, სოცმედიის საშუალებით როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს შემდგომ გაუსწორდნენ, დაემუქრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ქუჩაში დახვდნენ.

შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება.

შესაბამისად, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს, ირაკლი შოთაძე გამოძიებას დაიწყებს, ბუნებრივია - არა, მაგრამ ყველა მტკიცებულება ჩვენი გუნდის მიერ იქნება წარდგენილი. ვიმეორებ, დაუსჯელი ამ ქვეყანაში არ დარჩება არავინ, ადრე თუ გვიან თითოეულ ამ დანაშაულს, მათ შორის, მუქარას აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადა“,- განაცხადა ბუჩუკურმა, რომლის კომენტარსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს