Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაშის მერვე ტური 19 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.

„რა? სად? როდის“ ბიზნეს ლიგის 2023/24 წწ სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომლებიც იმართება პარასკევს საღამოს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" ბოლრუმში თვეში ერთხელ. საღამოს წაუძღვა გიორგი მოსიძე.

ყოველი ტური შედგება ორი ინტელექტუალური კონკურსისგან: გასახურებელი თამაში „მატრიცა“ და ძირითადი თამაში „რა? სად? როდის?“

თამაშის აღნიშნული ეტაპისთვის ბიზნეს-ლიგის ახალმა პარტნიორმა, Hotsale.ge-მ დააწესა 6 ვაუჩერი გუნდისთვის, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა, მიუხედავად დივიზიონისა.

გამარჯვებულ გუნდს კომპანიამ შემდეგი საგზურები გადასცა:

ეკო სოფელი ტყეში • ECO VILLAGE IN THE FOREST

ეკო-სოფელი კახეთში, სოფელ გურგენიანში მდებარეობს და ყველანაირი კომფორტია შექმნილი დასვენებისთვის. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ სპა, ფინური და ორთქლის საუნები. ახლო მომავალში იგეგმება საცურაო აუზის აშენებაც.

ჰილსაიდ ყაზბეგი • HILLSIDE KAZBEGI

ყაზბეგის გულში, სტეფანწმინდაშია განთავსებული “ჰილსაიდ ყაზბეგი • HILLSIDE KAZBEGI”-ის კოტეჯები. თითოეული მათგანი 2-დან 4 სტუმრამდეა გათვლილი, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და მყუდრო დასვენებას. კოტეჯების ტერასებიდან და ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონზე. კოტეჯების თბილი დიზაინი და მოდერნული კომფორტის საშუალებები სრულყოფს სასიამოვნო დასვენებას.

კიდე • KIDE

კოტეჯი მდებარეობს დუშეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ გამსში, თბილისიდან 100 კმ-ში. მთის კიდეზე, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი “კიდე • KIDE”. კოტეჯში მისულ სტუმრებს დახვდებათ 4 საძინებელი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, დიდი ტერასა და BBQ ზონა.

სახლი ტბასთან სიონში • LAKE HOUSE SIONI

„სახლი ტბასთან სიონში • LAKE HOUSE SIONI“ თიანეთის რაიონში, დაბა სიონში, ტბის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. კოტეჯი გათვლილია 2 პერსონაზე და სრული კომფორტია შექმნილი სტუმრებისთვის. ღირებულებაში შედის ტრანსფერი და შთამბეჭდავი ჯიპ ტური.

დაიმონდ კოტეჯი • Diamond's Cottages

დაიმონდ კოტეჯი • Diamond's Cottages კახეთში, ლაგოდეხში მდებარეობს და გათვლილია 2-4 სტუმარზე. ტერიტორიაზე მოწყობილია ბარბექიუ ზონა, დიდი გამწვანებული ეზო. ტერასიდან კი იშლება კახეთის ულამაზესი ხედები.

პანორამა სხალტბა • PANORAMA SKHALTBA

კოტეჯი მცხეთის რაიონ, სოფელ წეროვანში მდებარეობს და გათვლილია 2-4 სტუმარზე. კოტეჯიდან იშლება პანორამული ხედები. ტერიტორიაზე მოწყობილია BBQ ზონა და რესტორანი.

აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ბიზნესლიგის მე-9 ტურის პარტნიორიც გახდა და გამარჯვებულ გუნდს საჩუქრებს გადასცემს. Hotsale.ge აღნიშნული ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია