შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას

დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე, სცენაზე მდგომი NGO-ები დემონსტრანტებს მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციის ან პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ, რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა.

„მე ვერ ვნახე ვერც ერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის NGO-ები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, ვთქვათ, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც თავისთავად უკვე კანონის დარღვევაა. პლუს, ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე ასეთ მოწოდებას, რომ მოახდინონ ძალადობის ინსპირირება და შემდეგ ვხედავთ შედეგები რაც იყო, დაზიანდა 8 პოლიციელი, ყველა მათგანის ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო და ერთს დასჭირდა ოპერაცია და დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება