შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებისადმი ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მიზანია მათ მიმართ მოწოდება, რომ „საკითხებს მხოლოდ ემოციებით არ შეხედონ და რომ შინაარსია მნიშვნელოვანი“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებისადმი ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მიზანია მათ მიმართ მოწოდება, რომ „საკითხებს მხოლოდ ემოციებით არ შეხედონ და რომ შინაარსია მნიშვნელოვანი“.

როგორც პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცდელობაა წარმოჩინდეს, რომ პროტესტის ორგანიზატორი ახალგაზრდა აქტივისტებს პარტიული კუთვნილება არ აქვთ, თუმცა „სინამდვილეში ისინი არიან პოლიტიკური ჯგუფები“.

„დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, ტრაფარეტებით გადაფარვაა საკითხის, რაშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც არიან ჩართულები იმ მხრივ, რომ ნაცვლად იმისა, რომ საღი დისკუსია იყოს საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა არის ჯიუტი მცდელობა, რომ ვინმე დისკუსიაში არ შევიდა და კლიშეები მიეკეროს ამა თუ იმ ინიციატივას. ასევე, ხდება წარმოჩენა, თითქოს ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც განსაკუთრებულად შინაარსობრივად თუ ემოციურად ეკიდება ამ საკითხს, სინამდვილეში თუ დავაკვირდებით, ამ პროტესტის სტრუქტურას, ვნახავთ, რამდენიმე აქტივისტის ჯგუფს. გამოგონებულია ცალკე ტერმინი, რათა საზოგადოება დააბნიონ, თითქოს ამ აქტივისტებს არ აქვთ პარტიული კუთვნილება. ამიტომ, მედიებს მოგიწოდებთ, რომ ჯგუფებს, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები ძალადობრივი აქტივობებისა, ჰკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი. სინამდვილეში ისინი არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიებიდან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები.

ამ წერილის მიზანი, როგორც გავიგე, არის ის, რომ მიმართოს ახალგაზრდებს, რომ საკითხებს არ შეხედონ მხოლოდ ემოციებით და მნიშვნელოვანია შინაარსი.

ასეთივე მიტინგები ტარდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ამბობდნენ, არჩევნები გაყალბდაო. მაშინ ხელისუფლება ფაქტობრივად მარტო დარჩა, „ენჯეოებმა“ არჩიეს სიმშვიდე, არ ჩაერივნენ ამ საკითხებში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და დონორიც იყო ჩართული პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართა. პრემიერი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ“, თუმცა, აღნიშნავს, რომ აქციებში გულწრფელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

პრემიერი სწორედ მათ მიმართავს, ასახელებს მაგალითებს, როდესაც, მისი აზრით, ამ ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს და მოუწოდებს მათ, რომ „საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება