შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძის დაკავებაზე - მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი - ეს აჩვენებს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ

მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ არასერიოზულად აქციონ საკითხი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს უჩა აბაშიძე.

„ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა - იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის, ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიცია ფრთხილობდა მოქალაქეები ზედმეტად რომ არ დაზიანებულიყვნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, საუკეთესო სტანდარტებზე მეტად, მათ შორის, აქციის მონაწილეების დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდეც, რომ როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, მომენტი იყო დამდგარი, როდესაც შეეძლოთ რეზინის ტყვიების გამოყენება და არ გამოიყენა პოლიციამ. უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვიცით, რა, თუ რა ძალები დგანან ამის უკან, რომლებიც, საერთო ჯამში, მარიონეტად იყენებენ აქციის მონაწილეებს, ძალადობისკენ მიჰყავთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია