გრიგოლ გეგელია - კობახიძეს ვთავაზობ, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი

კობახიძეს ვთავაზობ, ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსგავსი შემოთავაზებისთვის მზად არ არის, რადგან მან „რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგად იცის“.

„სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერ კობახიძეს ვთავაზობ ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი და შემდეგ დავსხდეთ მისთვის სასურველ ნებისმიერ დებატში. მზად არის? არა, რადგან მან კარგად იცის რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობებიც და შანსებიც“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩევლის 73,8 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარსა, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩევლის - მხოლოდ 45,6 პროცენტი.

„ჩავატარეთ კვლევა, რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი. ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია. გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო