შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს - ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა

ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს - ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის წერილზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, მას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული“.

რაც შეეხება თავად კობახიძის წერილის იმ ნაწილს, სადაც ის აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს გიგლა ბერბიჭაშვილს ადარებს, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ეს შედარება ზუსტია.

„ეს ზუსტი შედარებაა. დღეს არის „ეიჯიზმის“ მცდელობა, თითქოს, რომელიმე ასაკის ადამიანს მეტი ეთქმის და რომელიმე ასაკის ადამიანს - ნაკლები. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასაკოვანი ადამიანები ფაქტობრივად ჩარეცხა და ეს იყო „ეიჯიზმი“. ახლაც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონებულია და გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ - გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც ამ ქვეყანაში მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია- უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის, ყველას ერთი ხმა აქვს, ეს არის დემოკრატია.

აქციებზე როცა საუბრობენ, მათ აქციებზე 10-20 ათასი ადამიანი იყო პიკში, 29 აპრილს აქციაზე 200 ათასი ადამიანი მოვიდა ზუსტად ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? რანაირად ზომავენ, ასაკით, სქესით, თვალის ფერით? არ ვიცი, კიდევ სხვა რა მიდგომები აქვთ - „ეიჯისტური“ თუ ფაშისტური, როდესაც ასეთ საზომებს იყენებენ.

მთავარი სათქმელი ზუსტად ესაა - საამაყო და ხაზგასასმელი ასაკი კი არაა, მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი - ასაკოვანი, ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება, ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად. ფორმა ხომ არაა მთავარი, მთავარი შინაარსია. კითხვა არის მარტივი, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო?- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებისადმი ღია წერილი გამოაქვყნა.

„როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის ამ წერილის შეფასებისას კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“.

„ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ