ადვოკატი - უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს, დაზიანებებზე არ უსაუბრია - ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი

დაკავებული სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დიღმის სამმართველო დატოვა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ.

"მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი airsoft-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს.

მისივე განცხადებით, დაკავებულთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელიც არის შესული, რომელიც საქმის მასალებს სწავლობს.

"თვითონ დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაზიანებებზე არ უსაუბრია, ახლაც მასთან იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი უჩასთან სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ მივიდა, თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის", - განაცხადა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია