შალვა პაპუაშვილი - ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს არის დემოკრატია - 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად, იმათი ხმა, ხმა არ არის? სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, „ეიჯისტური“ თუ ფაშისტური?!

დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. მისი თქმით, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ.

„ასაკოვანი ადამიანის მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება ჰქონდა, ფაქტობრივად ჩარეცხეს გარკვეული ასაკის ადამიანები, ეს იყო ეიჯიზმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის. მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. შინაარსი და კითხვა არის მარტივი - რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო? ეს კანონი ზუსტად ამ თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია