ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური იყო

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებდნენ: "მონებო", რასაც ადგილზე მყოფი "ქართული ოცნების" წევრების და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა.

ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია გუშინ დაგეგმეს და დღეს ხელისუფლებამ მათ აქტივისტები დაახვედრა, რაც მათ შიშზე მიუთითებს. "ქართული ოცნების" ოფისთან მყოფებმა კი აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დროშას ნუ არცხვენენ და დატოვონ ტერიტორია.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, ისინი იბრძოლებენ და წნეხისგან გაათავისუფლებენ საჯარო მოხელეებსაც.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება