თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე - ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება - მე არ დამრჩა იმის შთაბეჭდილება, რომ კანონს გაიწვევენ

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი. ჩემი პოზიცია არის ის, რაც თქვენი, ყველასი. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება იმის, რომ კანონს გაიწვევენ. პრობლემა კანონის შინაარსი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი სახელი, ის, რომ რუსული დაერქვა.

სერიოზული საუბარი გვქონდა. ისეთი სერიოზული თემები წამოიჭრა, როგორიც ახალგაზრდების მიმართ ძალადობაა აქციებზე. პრემიერს უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველები გააფრთხილონ, რათა ასეთი რაღაც აღარ მოხდეს.

ასევე ვისაუბრეთ არჩევნების თემაზე. როგორ იქნება ის გამჭვირვალე, სწორი…

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, ის რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, ეს არის პრობლემა. პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

ბიზნესმენებზე არ ყოფილა ზეწოლა, რანაირად უნდა იყოს. ყველა ბიზნესმენმა ინდივიდუალური პოზიციით უნდა იზრუნოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება