ირაკლი კობახიძე - ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო - ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად

თქვენ გახსოვთ ძალადობის ფაქტები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პირველი გამოკვეთილი ძალადობის აქტი იყო [ალეკო] ელისაშვილის ძალადობა, რაც არამხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, ტელევიზიებმა და სხვადასხვა სუბიექტმა მოიწონა კიდეც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.

"ასევე, გახსოვთ კონკრეტული პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები - ისინი ღიად იწონებდნენ ძალადობრივ ფაქტს. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ძალადობით, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ძალადობით. „პოსტვ-ის“ ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, რამდენიმე ათეული "ორკი" პირდაპირ დაესხა თავს 20 წლის ახალგაზრდა გოგოს და მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ძალადობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია. მისივე თქმით, მათი პირველი განცხადებები გუშინ მოისმინეს, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო.

„ამის შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა ბულინგი. ათასობით მესიჯი მისდიოდათ, პირდაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც არავინ გაემიჯნა. ასევე იყო პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიური ძალადობა. როცა მოძალადეს უწოდებ და ასეთ ეპითეტებს იყენებ, მიუღებელია. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ამ ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია, რაც შემაშფოთებელია. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. ჩვენ პირველი განცხადებები გუშინ თუ გუშინწინ მოვისმინეთ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მოძალადეებზეც და ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ამისგან და ორმაგი სტანდარტებისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია