პრემიერი - გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება, მზად ვართ დისკუსიისა და კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინებისთვის

როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის და ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე რეალური, სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არის ზოგადი განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის, ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როცა საქმე ეხება კონკრეტულად ამ კანონს, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს - ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა, გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები კანონთან დაკავშირებით, ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ. ეს არის ერთადერთი რასაც ვითხოვთ. როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან, ბატონ კოპმანთან და სხვებთან, ჩვენს პარტნიორებთან. როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის. დღემდე არც ერთი შენიშვნა რეალურად არ მოგვისმენია, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია, არის ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა