ირაკლი კობახიძე  - კანონში რა არ მოსწონთ, ამდენი ხანია, ვერ გვეუბნებიან და სამწუხაროდ, გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც  სინამდვილეში სიცრუეა

ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება - მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს კონკრეტული კრიტიკა და შენიშვნები არ აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ რამეს, 0 კონკრეტული კრიტიკა, შენიშვნები, არაფერი, არის ზოგადი განცხადება, მანდ ჩანს რამე კრიტიკა? რამეს აკრიტიკებენ? ზოგადად ამბობენ, რომ ეს ხელს შეუშლის, ეწინააღმდეგება და ა.შ. მაგრამ კანონში რა არ მოსწონთ, ამას ამდენი ხანია ვერ გვეუბნებიან და გვესმის, სამწუხაროდ, უამრავი განცხადება, რომელიც არის სინამდვილეში სიცრუე. და რადგან მეთიუ მილერზე არის საუბარი, მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, აქ მაქვს ციტატა მეთიუ მილერის - ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი „ფარა" ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. ეს მარტივი მაგალითია და რატომ - ამბობს მეთიუ მილერი, რომ მხოლოდ მთავრობების სახელით მოქმედ ორგანიზაციებზე ვრცელდება „ფარა" ხომ, არის მარტივი ტყუილი იმიტომ, რომ მაგალითად „ფარაში" როგორც უცხოური ძალა რეგისტრირებულია, მაგალითად გიული ალასანია. არის ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. ასევე, „ფარაში" როგორც უცხოური ძალა, არის რეგისტრირებული ტელეკომპანია „ფორმულა", არის თუ არა ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. სამწუხაროდ, ასეთი არასწორი, სიმართლეს მოკლებული განცხადებები გვესმის ხოლმე. სადაც კი ოდნავ სცადა კონკრეტიკაში შესვლა, იქვე მოუწია არასწორი რამის თქმა", - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს