ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მისი პოზიციაა, რომ სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა სჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება - ჩვენ ვართ მართლები, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა სჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება“.

„ჩვენ ასეთი შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან ერთი სუბიექტის მხრიდან, ხან მეორე, ხან მესამე. აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ. მიჩვეული ვართ ჩვენ ამ ყველაფერს. ეს გრძელდება უკვე წლებია, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად შენს პოზიციაში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ასე მოხდა ზუსტად შარშან დეკემბერში. იქაც იყო შანტაჟი, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივაღწიეთ შედეგს.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა და ომის დაწყებისთანავე ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მისი პოზიცია არის ცხადი, სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს. და მეორე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკა იქნება შედეგიანი. როგორც შარშან დეკემბერში იყო შედეგიანი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია