ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით. ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა, ქვეყენას დადებით შედეგს მოუტანს.

„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება, ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს