ირაკლი კობახიძე - ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული - სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას

ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,

ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი სავარაუდოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.

„მე დადასტურებული მაქვს უკვე შეხვედრა მასთან, რამდენიმე დღეში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტი მოსალოდნელ სანქციებს, მათ შორის პერსონალურს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება“.

„ზოგადად სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. დე ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში