ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანოს, "როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში პარტნიორებისგან სამართლებრივ შენიშვნებს მიიღებენ"

რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "პალიტრანიუსის" წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება.

ამასთან, უშუალოდ კანონპროექტის სახელწოდების შეცვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე კობახიძემ ასე უპასუხა: "გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით".

„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?!...

ოპოზიციური პარტიების ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით ვერც ერთ კითხვას ვერ სვამენ, რატომ? რუსულ კანონში გათვალისწინებულია კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, გაუქმებაც კი... წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გითხრათ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ ერთმანეთს, ხომ იკითხავთ, რანაირად არის ეს სიმართლე? ანალოგიურია, არც ცხვირი ჰგავს, არც პირი, არც თვალი, რანაირად არის ეს კანონი რუსული?“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესახებ კითხვას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლარიზაცია ქვეყანაში ხელოვნურად არსებობს, რადგან კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ხელოვნურად დატოვეს.

„ჩვენ ვართ ჩაკეტილი პოლარიზაციის წრეში. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ჯერ კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციად ხელოვნურად დაგვიტოვეს. როგორ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად დატოვება? ბუნებრივია, პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავრჩებოდით. სხვა გზა არ აქვთ კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს