შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს! - სამწუხაროდ, ამ პროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი

თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგან „ყრუ კედელი“ დახვდა, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა.

„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს! საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება