შალვა პაპუაშვილი - კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს - ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები

კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს - ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ეს გამჭვირვალობაა“.

„ნაცვლად იმისა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, უზრუნველყონ, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გამჭვირვალობა, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ გარკვეული პრეტენზიებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ეს გამჭვირვალობაა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც შემდეგ საქართველოში შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდთან“ მქონდა კომუნიკაცია და მქონდა შეპირებები რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო.

პირაპირ მალავს ეს ფონდი, თუ რაში ხარჯავს ფულს და შემდეგ ვიგებთ რომ ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება ქვეყანაში - ოპოზიცია და სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები. ნავლად პრეტენზიებისა, კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, თუ რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ის არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები, რომელიც პირდაპირ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს