შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო თავის განცხადების შინაარს ჩაუღრმავდება, საკითხში გაერკვევა და ჩაასწორებს - მათი განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაზე და პოლიციაზე თავდასხმაა

იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო ამ განცხადებას მიუბრუნდება, ჩაუღრმავდება მის შინაარს, საკითხში გაერკვევა და ჩაასწორებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს და ცემას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“.

პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება საქართველოს პოლიციაზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმაა.

„ბრიტანეთის საელჩოს განცხადება ძალიან შემაშფოთებელია, სადაც ამოვიკითხე სიტყვები - უკანონო დაკავება. არ მგონია ბრიტანეთის საელჩოს რამე კომპეტენცია, იურისდიქცია ჰქონდეს, რომ საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. საელჩოების მხრიდან მართლმსაჯულების შეთავსება, ეწინააღმდეგება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, ისე ეწინააღმდეგება შინაარსობრივადაც შეფასებებს. ჩვენ გვსმენია სხვა დროსაც, მათ შორის, 19-20 ივნისის შეფასებები, მაშინაც საელჩოების მხრიდან იყო შეფასებები, თითქოს, ეს იყო მშვიდობიანი აქციები, თითქოს, ნიკა მელიას დაკავება იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი. რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ამ საელჩოს განცხადება იყო ტყუილი, ხოლო ის, რასაც პოლიცია აკეთებდა, იყო სიმართლე. მათ შორის, 2021 წელს, როცა ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინაც ბრიტანეთის ელჩს ჰქონდა განცხადება, თითქოს, ეს იყო ძალადობა და ა.შ. რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩის მაშინდელი განცხადებაც იყო ნაჩქარევი, სიმართლეს აცდენილი. ერთადერთს, რასაც ასეთი ნაჩქარევი და სიმართლეს აცდენილი განცხადებები შემდეგში იწვევენ, ეს არის სიტუაციაში დამატებითი ესკალაციის შემოტანა. ამიტომ, ეს განცხადება ძალიან იმედგამაცრუებელია, იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო ამ განცხადებას მიუბრუნდება, ჩაუღრმავდება მის შინაარს, საკითხში გაერკვევა და ჩაასწორებს. უკანონო დაკავებების და ასეთი ტერმინების გამოყენება საქართველოს პოლიციაზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმაა, ეს არის მცდელობა საელჩომ მასპინძელ ქვეყანაში მართლმსაჯულების ფუნქციები შეითავსოს, რაც არანაირი კრიტიკაში არ ჯდება, არც დიპლომატიის და არც სტუმართ-მასპინძლობის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო